Sunday, 11 May 2014

მეცხრე დღე

 დღევანდელი დღე ნასწავლის შეჯერებასა და საკუთრი ბლოგების პრეზენტაციებს
მიეძღვნა.  intel-ის  კურსით პროექტების კეთება გახდა საინტერესო და სახალისო.
მადლობა ჩვენს ტრენერს. საინტერესო და ასევე საქმიანი გარემოს 
შექმნისთვის.

Saturday, 10 May 2014

მერვე დღე

 დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა და მოვახდინეთ საქაღალდეების გაზიარება ინტერნეტში

Friday, 9 May 2014

მეშვიდე დღე

 გევეცანით თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები  21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის. შევიმუშავეთ  პროექტის შეფასების ფორმები ინტელის სახელმძღვანელოდან.   განვიხილეთ ბლოგის დიზაინის ფორმები

Sunday, 4 May 2014

მეექვსე დღე
შევქმენი მოსწავლის პოზიციიდან დანახული სავარაუდო პრეზენტაცია, იმისათვის, რომ  დავადგინო რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს. ასევე შევადგინე მოცემული პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი.

Saturday, 3 May 2014

მეხუთე დღე
იყო ძალიან ნაყოფიერი, გავაკეთეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია( სლაიდშოუ),  გავეცანით  ტექნოლოგიების გამოყენების სამართლებრივ და ეთიკურ პრაქტიკას, დავათვალიერეთ სასარგებლო საიტები.

Sunday, 27 April 2014

მეოთხე  დღე

შევადგინეთ  დროში გაწერილი  შეფასების გეგმა, განვიხილეთ შეფასებების სხვადასხვა მეთოდები (განმსაზღვრელი და განმავითარებელი)  გუგლდრაივში ფორმების შექმნა.

Saturday, 26 April 2014

მესამე  დღე

ვიმუშავეთ  პროექტის  შაბლონზე,  დავსახეთ  პროექტის მიზნები,  შევისწავლეთ  ზოგადი,  თემატური  და შინაარსობრივი კითხვების  დასმა,  განვიხილეთ  ბლუმის განახლებული  ტაქსონომია. 

Saturday, 12 April 2014

მეორე  დღე

გაჩნდა იდეები პროექტთან დაკავშირებით,  შევქმენით მოცემული პროექტის საინფორმაციო  ბუკლეტი,  არსებული შაბლონების დახმარებით.. გადავდგი პირველი ნაბიჯები  ჩემი პროექტის გეგმის შედგენაში.  

Friday, 11 April 2014

პირველი დღის  რეფლექსია
გავეცანიტ ინტელის სასწავლო  კურსის დანიშნულებას, განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭიროა ყველა ადამიანმა იცოდეს. შევქმენით პროტფოლიოს საქაღალდეები და ბლოგი